Logo

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

19 მაისი 2016

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. ტრადიციულად შეხვედრას შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე გაუძღვა, რომელმაც მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში არსებულ წყალმომარაგების და სამელიორაციო საკითხებს დაეთმო. საბჭოს ფორმატში ასევე ისმჯელეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების და მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების შესახებ.