Logo

63 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა

27 მაისი 2016

ხაშურში 63 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ხაშურში, სააკაძის ქ. N2-ში მდებარე შენობას რეაბილიტაცია სამინისტროს დაფინანსებით ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სს "სამშენებლო ტრესტი N3"-მა განახორციელა.

შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. ამ ეტაპზე მხოლოდ 63 ბინა განაწილდა, რაც შეეხება დარჩენილ ბინებს, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-შიც მიმდინარეობს, სადაც ბინას 111 დევნილი ოჯახი მიიღებს. აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, ხაშურში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა გადაიჭრება.