Logo

შინდისში ლიახვმა ორ საცხოვრებელ სახლს დატბორვის საფრთხე შეუქმნა

29 მაისი 2016

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში წვიმის შედეგად ადიდებულმა ლიახვმა, მდინარის პირას არსებულ ორ საცხოვრებელ სახლს დატბორვის საფრთხე შეუქმნა. ადგილობრივების თქმით, წყლის დონემ საღამოს საათებში იმატა, რის შედეგადაც ნიადაგს ძირი გამოეთხარა და წყალი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე,რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მდინარის პირას მცხოვრებ ოჯახებს საფრთხის პრევენციის მიზნით ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას დაპირდა.მდინარის ადიდებიდან რამდენიმე წუთში რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები დროებით მეზობლებთან უსაფრთხო ზონაში გადავიდნენ.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსხური. საჭიროების შემთხვევაში ისინი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებენ.