Logo

მინისტრის ვიზიტი შიდა ქართლში

29 მაისი 2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, სურამში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. 

შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილიც ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დევნილებს პირობა მისცეს,რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად დააკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს.

აღნიშნული ოჯახები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ისინი ბინებსხაშურში, სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ. 

მინისტრმა დევნილ ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიამ ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა. სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდება და დევნილი ოჯახები ზამთარს ახალ ბინებში შეხვდებიან.