29 მაისი 2016
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების ჩატარებას უფასოდ
სწავლება ჩატარდება სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში და შეეხება შემდეგ თემებს:
1. სამართალი და ადამიანის უფლებები
2. კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა
3. საკუთრების უფლება-სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები
4. რა არი ევროკავშირი?
5. რა არის დისკრიმინაცია?
6. ეფექტიანი კომუნიკაცია
7. კონფლიქტის მართვა
8. დროის მართვა
9. პროექტის მართვა
10. პროექტის წერა
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 18 ივნისიდან 1 ივლისამდე გაივლის რეგისტრაციას და დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
1 – სარეგისტრაციო ფორმის შევსება სოფლების საზოგადოებრივ ცენტებში
2- სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებ-გვერდზე: tcj.gov.ge
შიდა ქართლიდან პროექტში ჩართვა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლების: რუისისა და მეჯვრისხევის,ასევე მიმდებარე სოფლების დაინტერესებულ მოსახლეოობას.
პროექტის მიზანია:
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.