Logo

სურამში №9 -ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება

16 ივნისი 2016

სურამში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე №9 -ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სამუშაოები ხაშურის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად მხარის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა მოინახულეს.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობა და სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.

საბავშო ბაღის მომსახურებით ისარგებლებს 100-მდე აღსაზრდელი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული,რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის თქმით, პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. აღნიშნული პროექტის ღირებულება 130 000 ლარზე მეტია და სასწავლოს სეზონის დაწყებამდე დასრულდება.  სამუშაოებს აწარმოებს შპს „იმგო“.