16 ივნისი 2016
ქ. ხაშურში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე აგარა–ჯორჯაძის გზის ასფალტირების სამუშაოები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს.
ამ ეტაპზე, გზის ასფალტირების სამუშაოების 30% დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სულ გათვალისწინებულია 1600 მეტრი სიგრძის გზის ასფალტირება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად 3000 მაცხოვრებელს გაუადვილდება გადაადგილება, განიტვირთება საგზაო მოძრაობა და გალამაზდება ქალაქის იერსახე. სამუშაოებს ასრულებს შპს „გეკა“. პროექტის სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისში.