17 ივნისი 2016
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 9 აპრილის ქუჩის მიმდინარე გზის ასფალტირების სამუშაოები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა და ხაშურის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა მოინახულეს.
პროექტის მიხედვით დაბა სურამში საკურორტო ზონაში დაიგება 650 მეტრი სიგრძის ასფალტ – ბეტონის საფარი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად 1000 მაცხოვრებელს გაუადვილდება გადაადგილება, რომლებსაც დაემატება არაპირდაპირი ბენეფიციარები როგორც ტურისტების სახით, ისე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები. ამასთანავე, განიტვირთება საგზაო მოძრაობა და გალამაზდება დაბის იერსახე. პროექტის ფარგლებში სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისში.
გზის ასფალტირების სამუშაოებს ასრულებს შპს „გეკა“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 489 000 ლარს.