18 ივნისი 2016
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია UNHCR-ის შეხვედრებს უხელმძღვამელებს. საკოოდრინაციო შეხვედრბი რომელიც ორ თვეში ერთხელ გორში იმართება UNHCR-ის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ტარდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენელთა განცხადებით შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფორმატის ორგანიზებას თავს წარმატებით ართმევდა,ამიტომ მომდევნო საკოორდინაციო სხდომები სწორედ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით წარიმართება. რაც შეეხება UNHCR-ს, ბოლო საკოორდინაციო შეხვედრაზე ითქვა, რომ ისინი შეხვედრების მიმდინარეობისას დამკვირვებლის პოზიციაზე იქნებიან წარმოდგენილი. შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა, მადლობა გადაუხადა UNHCR-ს შეხვედრების რეგულარული ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრების ამოცანას წარმოადგენს გამყოფი ხაზის სოფლებში სახელმწიფო გეგმების განვითარება და პრობლემებზე ფოკუსირება.მაჭარაშვილმა ასევე, ხასგასმით ისაუბრა სახელმწიფოს პროექტებსა და პროგრამებზე, მათ შორის გამყოფი ხაზის სოფლებში გაზიფიცირების,წყალმომარაგებისა და ელექტროფიცირების პროექტებზე. ამასთან, მისივე განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა გამყოფი ხაზის სოფლებისთვის, თუმცა ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული არ არის და სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა.ცნობისთვის, საქართველოში, 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ, შეიქმნა გორის საკოორდინაციო შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ქმედებების კოორდინაციას, რათა მაქსიმალურად გაზრდილიყო იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა შიდა ქართლში.აღნიშნული შეხვედრები იმართებოდა რეგიონალური ხელისუფლების თანამასპინძლობით და UNHCR-ი ხელს უწყობდა ფორუმის შექმნას დისკუსიისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, რომლებიც მუშაობენ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის შიდა ქართლში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს.კოორდინაციის შესაძლებლობების და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც დაგროვდა UNHCR-ის და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის შედეგად, 2016 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან გუბერნატორის ადმინისტრაცია გადაიბარებს საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას.