19 ივნისი 2016
ქ. ხაშურში, ხეთაგუროვის ქ. №12-ში მდებარე N 3 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხაშურის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან, ერთად მხარის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და მისმა, მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა მოინახულეს.
„საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით. საბავშვო ბაღს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ბაღი შეძლებს ექვსი ჯგუფის, 150-მდე აღსაზრდელის მიღებას. პროექტს ახორციელებს შპს „BREND STILE“, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 200 000 ლარზე მეტს შეადგენს.“
აღნიშნული ბაღის რეაბილიტაცია მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოხდა. პროექტის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.