Logo

გორში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ცენტრი გაიხსნა

24 ივნისი 2016

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ – ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების ახალი შენობა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა,შიდა ქართლის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა დაათვალიერეს.

ქალაქ  გორში მდებარე  ახალ სამმართველოში შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტირები და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდებიან. ამასთან, ამავე შენობაში იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურიც,რაც ერთობლივი პრევეცნიული ღონისძიებების გატარების საშუალებას შექმნის. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სერვისით.შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.