Logo

ანდრო ბარნოვი სოფელ ძევერის მოსახლეობას შეხვდა

22 მარტი 2013

უმრავლესობა კი მათი კუთვნილი მიწის ფართობების არასწორი აღრიცხვის გამო დაზარალდა და მინიმალურთანხიანი ბარათები მიიღეს. აქციის მონაწილეებთან შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ჩავიოდა და მათი პრობლემები მოისმინა. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც. გუბერნატორის თქმით ბარათების დარიგებაში გაუგებრობა გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროგრამის ნაჩქარევმა განხორციელებამ, რის შესახებაც ის ჟერ კიდევ თვენახევრის წინ საუბრობდა. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ ის რაც მე ვთქვი თვენახევრის წინ, აღმოჩნდა რეალობა, ვგულისხმობ იმას, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამა შინაასრობრივადაც და მენეჯმენტის მხრივაც არის დასახვეწი. სრულიად არეულია სიები, მიწების აღრიცხვიანობა, ბევრ სოფელში ნახევარი მოსახლეობა არაა სიაში, ძევერაში კი შევხვდი ხალხს რომელსაც აქვს 2-3 ჰექტარი მიწის ფართობი და რეალურად მისცეს 20 მეასადის ვაუჩერი. ხელისუფლებს შევახსენებ, რომ პირობებს უნდა შესრულება და მოვუწოდებ, ენერგიულად შეუდგნენ წინასააარჩევნო დაპირებების შესრულებას. ხალხი ელოდება მათ. საშემოდგომო ხვნა ფაქტიურად ამ ლოდინში ჩავარდა და ახლა საგაზაფხულო სამუშაოებიც თუ ვერ შესრულდა, ეს ხალხი ფაქტიურად დარჩება მშიერი და პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. აქ არიან გამგეობის წარმომადგენლები, რომლებმაც მითხრეს, რომ პრემიერის სახელზე უკვე გაიგზავნა წერილი და გვპირდებიან, რომ უმოკლეს ვადაში მოგვარდება ეს პრობლემა. თუ ეს დაპირება მართლა შესრულდება, ხალხთან ერთად მეც მოხარული ვიქნები. თუ არადა, პირობას გაძლევთ, რომ ამ ხალხთან ერთად ჩავალ პირდაპირ მინისტრის კაბინეტში და შეიძლება სხვა კაბინეტებშიც და პასუხს მოვითხოვთ“ განაცხადა ანდრო ბარნოვმა.