Logo

საზოგადოებრივ კავშირ ,,ქართლოსსა" და გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 ივნისი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ,,საზოგადოებრივ კავშირ ქართლოსსა“ და სამხარეო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმი გაფორმდა. შეთანხმება, ევროინტეგრაციის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა  და ვიზა ლიბერალიზაციის თემების  პოპულარიზაციის   საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს. ,,ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, მჭიდრო და საქმიანი კავშირი სახელმწიფო უწყებასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბებას საერთაშორისო ასპარეზზე. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის იოსებ ოქრომელიძის განმარტებით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რეგიონის მოსახლეობისთვის იქცევა დამატებით შესაძლებლობად, უკეთ და მარტივად მიიღონ ინფორმაცია ევროპული ღირებულებების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სახელმწიფო ხედვასთან შესაბამისობაში არსებულ ნებისმიერ ინიციატივას.