11 აგვისტო 2016
შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. მოსავლის აღების პროცესის მიმდინარეობას ბრეძის თემში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი გაეცნენ.
ბრეძის თემში 350 ჰა მიწის ფართობზე შპს „მექანიზატორმა“ მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ბრეძაში 400 ფერმერს აქვს დათესილი. მოსავლის აღების სამუშაოებს აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები ახორციელებენ, რომლებიც აგროვადების დაცვით მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა.
ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 12 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, რომლებმაც უკვე აიღეს 615 ჰექტარი ნათესი ფართობი და მოემსახურნენ 300-ზე მეტ ბენეფიციარს. დარჩენილია 490 ჰექტარი ნათესი ფართობი რომლის აღებაც უახლოეს მომავალში აგროოპერაციის ვადის სრული დაცვით დასრულდება.
ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია შპს“მექანიზატორის 87 ხოლო აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი.შიდა ქართლი - 53 („მექანიზატორი“ – 39, აზერბაიჯანული - 14) პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.