Logo

25 –26 აგვისტოს გარკვეული დროით ქ. გორის და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

23 აგვისტო 2016

გაცნობებთ, რომ ა.წ. 25 აგვისტოს 05:00–დან, 26 აგვისტოს 13:00 სთ–მდე პერიოდში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გეგმავს მაღალი წნევის ახალ მაგისტრალური მონაკვეთის შეჭრას, საგურამო–ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენთან. განსახორციელებელი სამუშაოების სპეციფიკა ითვალისწინებს ამ მაგისტრალის სრულ დაკეტვას და სამუშაო არეალში გაზისგან დაცლას, რის გამოც მითითებულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება/შეუწყდება შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“–ს, გორის რაიონის არეალში მოქცეულ შემდეგ სოფლებს: სოფ. ვარიანი, სოფ. ახალდაბა, სოფ. შინდისი, სოფ. ფხვენისი, სოფ. ყელქცეული, სოფ. ქვემო ხვითი, სოფ. ზემო ხვითი, სოფ. ქვემო ნიქოზი, სოფ. ზემო ნიქოზი, სოფ. ერგნეთი. ასევე, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაზის მიწოდება შუწყდეს ქ. გორში კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდი–ორთაშენის აბონენტებს. გაზმომარაგება შეუწყდება ასევე ამ არეალის ყველა ავტოგაზგასამართ სადგურებს.
გაზის მიწოდების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით.