Logo

ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში სამუშაოების მიმინარეობას გაეცნო

18 ოქტომბერი 2016

საქარათველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი შიდა ქართლს სტუმრობდა და მხარის გუბერნატორთან, იოსებ ოქრომელიძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პორექტები დაათვალიერა. კერძოდ, კასპში მშენებარე სპორტკომპლექსი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მშენებარე საავადმყოფო და გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის ნოემბერში დასრულდება და 11 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.