Logo

გუბერნატორი კარალეთის მაცხოვრებლებს შეხვდა

28 ოქტომბერი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კარალეთს სტუმრობდა. რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელში არსებულ მდგომარებასა და პრობლემებს. ადგილობრივებმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ შესრულებული სამუშაოები, გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, გარე განათების მოწყობა, ამბულატორიის რეაბილიტაცია, დროული და მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს და მაცხოვრებლებმა რწმუნებულს ყველა ის საჭიროება გააცნეს, რაც ამჟამადაა შექმნილი კარალეთში. განსახილველ საკითხებს შორის მოხვდა წყაროს წყლის სათავის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება. რწმუნებულმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა შექმნილი ვითარება და აღნიშნა, რომ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლებისთვის შეხვედრაზე განხილული მიმართულებები კვლავაც პრიორიტეტულია, თუმცა გარდა ხელისუფლებისა, მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეებმაც შეუწყონ ხელი საკუთარი გარემოს მoვლა - პატრონობას.
ადგილობრივებმა თანამშროლობის სურვილი გამოთქვეს, რათა მათი ჩართულობით მოხდეს სოფელში მიმდინარე საკითხების მოგვარება.