Logo

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

01 ნოემბერი 2016

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი  მოსახლეობის წინაშე 2016 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოხსენებით წარსდგა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძეც ესწრებოდა.  ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას გააცნო ყველა იმ ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტში დაახლოებით 25 მლნ ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ასევე ისაუბრა 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ. გამგებელმა აღნიშნა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალურ-კულტურული პროგრამების განხორციელება და ხელშეწყობა, რაც გააუმჯობესებს ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. შეკრებილი საზოგადოების წინაშე რწუმებულიც წარსდგა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გამგებელს, ზაზა გულიაშვილსა და მუნიციპალიტეტის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს  გაწეული საქმიანობისთვის. აღნიშნა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია მისი შესრულებული პროექტებისა და განხორციელებული საქმიანობის მიხედვით.