Logo

გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნინიკაშვილების ოჯახი მოინახულეს

03 ნოემბერი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე და გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ნინიკაშვილების ოჯახს სტუმრებდნენ და თავისი ინიციატივით  საჩუქარად გაზის გამათბობელი გადასცეს. ამასთან ერთად, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ოჯახი სახლის რეაბილიტაციისთვის გამოეყოთ საჭირო სამასალე ხე ჭერის, იატაკისა და კარ–ფანჯრებისთვის, ასევე გადაეცემათ წყლის ელექტრო ტუმბო, რაც მოუგვარებთ სასმელი წყლის პრობლემას. 
ნინიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ცხოვრობს. დიდი ხანი არ არის რაც ბავშვებს დედა გარდაეცვალათ და მცირეწლოვან გოგონას უწევს საოჯახო საქმეებზე ზრუნვა.