Logo

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

09 ნოემბერი 2016

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა გოჩიტაშვილმა, მოსახლეობას 2013 – 2016 წლებში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე და გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი ესწრებოდნენ. გამგებელმა დეტალურად ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე და 2017 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე. მოსახლეობას სიტყვით მიმართა რწმუნებულმაც, რომელმაც გამგებლის გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასა.