Logo

გუბერნატორი დვანის მოსახლეობას შეხვდა

17 ნოემბერი 2016

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე მოადგილესთან, ამირან შავშიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად სოფელ დვანის მაცხოვრებლებს  შეხვდა და მათგან მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 2013 წლიდან დღემდე სოფლეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გაიწმინდა ნასინაღვრე არხი, მდინარე ფრონეზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს,  რეაბილიტირდა რიტუალების სახლი, მოეწყო მინის სტადიონი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელში არსებულ ვითარებასა და მაცხოვრებლების საჭიროებებს. ერთ–ერთი  საკითხად გამოიკვეთა სოფელში გარე განათების მოწყობა. ,,საჭიროდ მიმაჩნია, რომ  რეგიონის მოსახლეობას პირადად შევხვდე  და უშუალოდ მათგან მივიღო ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.  მათი ჩართულობითა  და თანამონაწილეობით დროულად მოხდება  საჭიროებების გამოკვეთა და გადაჭრის გზების მოძიება. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება.“ – აღნიშნა რწმუნებულმა. გუნერნატორმა დვანში არსებული ჩურჩხელების საწარმოც მოინახულა.