Logo

გუბერნატორი წრომში იმყოფებოდა

18 ნოემბერი 2016

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე მოადგილესთან, ამირან შავშიშვილთან და ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან  ერთად სოფელ წრომის  მოსახლეობას  შეხვდა და მათგან სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე  გამოიკვეთა წრომელების  საჭიროებები, მათ შორის სარწყავი არხის მოწესრიგების საკითხი, რომლის მოწესრიგებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. გუბერნატორმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც. აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობა და მსგავსი სახის შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთას და მოგვარების გზების მოძიებას. ,,მიმდინარე პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა მთავრობის მუშაობის ხელშწყობას ნიშნავს, რაც  შემდგომ შედეგებზე აისახება. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები.“