Logo

რეგიონში ტურიზმით დაინტერესებულ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

24 ნოემბერი 2016

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ორგანიზებით 14–დან 18 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოსა და შიდა ქართლის ტურისტული კავშირ ,,მეგზური"-ის მიერ შეხვედრა მოეწყო ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ მოქალაქეებთან. სემინარები ჩატარდა ქ. გორში, კასპში, ქარელში, ხაშურსა და გორის მუნიციპალიტეტში, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  უძღვებოდა.  შეხვედრაზე  განიხილეს ტურიზმის განვითარების ტენდენციები და მასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის როგორიცაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, სოფლის ტურიზმი, საქართველოს შესაძლებლობები მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე. საუბარი შეეხო თითოეული მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსგავსი სახის  შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ხელი  შეუწყოს სამომავლო გეგმების დასახვასა და შემდგომ ტურისტული შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებასა და გამოყენებას.