Logo

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სექტემბრის თვეში შესრულებული სამუშაოების ანგარიში

03 ოქტომბერი 2013

• მაშველებმა ზოგადი დახმარება გაუწიეს 4 მოქალაქეს; • საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა - 4. • დაშავებულ ადამიანთა რაოდენობა 3. • სექტემბრის თვეში მაშველებმა გადაარჩინეს 3 ადამიანი. აღსანიშნავია რომ სამივე მოქალაქის გადაჩენა ალექსი კასრაძის სამაშველო ჯგუფის მორიგეობის პერიოდში მოხდა. კერძოდ, 14 სექტემბერს 18: 23 სთ-ზე სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ნაწრეტის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანიდან, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან იყო გადავარდნილი დაშავებული მძღოლი ა. დ. ამოიყვანეს. იმავე ღამით (15 სექტემბერს 01: 13 სთ-ზე), შევიდა შეტყობინება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. სოფლის განაპირას მოძრავი ,,ბელორუსის“ მარკის ტრაქტორი დაგორების შედეგად რამდენჯერმე ამოტრიალდა და შიგ მსხდომი ორი ადამიანი დაშავდა. . შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მოქალაქეები დროულად გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.