Logo

რწმუნებულმა ხანძრისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულა

28 თებერვალი 2017

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მცხოვრებ პაპიაშვილებს ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად დაეწვათ. დაზარალებული ოჯახის მოსანახულებლად სოფელში შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და არსებულ მდომარეობას ადგილზე გაეცნო.  გადაწყდა სამასალე ხით დახმარება, რის შემდეგადაც ოჯახი შეძლებს დაზიანებული სახლის აღდგენას. კერძოდ, დაიგება იატაკი, მოხდება გადახურვა და ფანჯრების ჩასმა. პაპუაშვილების ოჯახმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისთვის.