01 მარტი 2017
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შიდა ქართლში, კახა სამხარაძე პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ოთარ ცოტნიაშვილთან ეთად შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღს სტუმრობდა. ერედვის მუნიციპალიტეტის ინიციატივით საბავშვო ბაღს საჩუქრად ტელევიზორი და სათამაშოები გადაეცა. აღმზრდელებმა მადლობა გადაუხარდეს სტუმრებს გამოჩენილი ყურადღებისთვის. აღნიშნულ ბაღში ოკუპირებული ტერიტორიიებიდან დევნილი ბავშვები სწავლობენ.