Logo

ახალი სპორტ-კომპლექსი ხაშურელი მოზარდებისთვის

02 მარტი 2017

ზურაბ ალავიძე რეგიონებში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. კომპლექსის გახსნის შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიში შეეძლება. მშენებლობაზე ამჟამად დასაქმებულია 15 ადამიანი.