Logo

გუბერნატორი რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

03 მარტი 2017

შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გორის მუნიციპალიტეტის სოფელებს – ქვახვრელს, უფლისციხეს, ხიდისთავსა და ატენს ესტუმრა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ხუბულური და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძეც ესწრებოდა. სამხარაძე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მდგომარეობას. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და საუბარი შეეხო სოფლისა და მაცხოვრებლების საჭიროებებს. გუბერნატორის თქმით, ასეთი სახის შეხვედრები ხელს შეუწყობს ხელისფლებასა და მოსახლეობის ეფექტურ კომუნიკაციას, რაც საბოლოო ჯამში საკითხების დროულად გადაწყვეტას განაპირობებს. ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლება ხიდისთავში სასმელი წყლის პროექტის მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნლებმა კი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნეს.