Logo

ქეთევან ციხელაშვილი ნიქოზსა და დიცში იმყოფებოდა

21 მარტი 2017

საქართველოს სახელწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველო–ევროკავშირის საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში  გუბერნატორის ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქ. გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი ესწრებოდნენ. ამავდროულად, მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების, ნიქოზისა და დიცის მოსახლეობას შეხვდა, სადაც  ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ასევე საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრებეს. ,,სიმბოლურია რომ დღეს აქ, მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრში ვსაუბრობთ უვიზოდ გადაადგილებაზე. მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სარგებელზე,, რომელიც სულ მალე ამოქმედდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. სიმბოლურია, რადგან ადამიანებს ამ სოფლებში და ადამიანებს მავთულხლართების მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სულ რამდენიმე მეტრში თავისუფლად გადაადგილდნენ, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, იმუშაონ საკუთარ მიწებზე.“ – აღნიშნა ციხელაშვილმა. სახელმწიფო მინისტრთან ერთად დიცსა და ნიქოზში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ტექნიკურ საკითხებზე მოწვეულმა ექსპერტმა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა.
 
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შეთანხმებით რეგულარულად ტარდება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების ციკლის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, პროექტისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრებზე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტებზე მსჯელობენ.