Logo

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება

21 მარტი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გორის უნივერსიტეტში  „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ , გორელ ფოტოგრაფთა კლუბის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრისა და უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა.  სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ფოტოსესია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მხარის გუბერნატორი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმართველობისა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო აღნიშნული ფოტოების გამოფენა და შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საინფორმაციო კამპანიის თემაა– ,,ჩემი ხმა საზოგადოებაში“, რომელის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს სრულად ჩაერთნონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.