Logo

სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

31 მარტი 2017

შეხვედრა გაიმართა რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სადაც რეგიონში არსებულ სოციალურ საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას გუბერნატორი, კახა სამხარაძე, მისი მოადგილეები, სოციალური სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო ცენტრის უფროსი, თეა თედელური, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა რეგიონში არსებულ სოციალურ ვითარებაზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.