Logo

ნატოს დღეების ფარგლებში ვიქტორ დოლიძე გორს ეწვია

04 აპრილი 2017

ნატოს დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუდენტებს და ლექტორ–მასწავლებლებს შეხვდა. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, კახა სამხარაძე, ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი, ვიცე–მერი თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა  წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა“. სტუდენტებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა  და შიდა ქართლის გუბერნატორმაც მიმართეს. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გააცნო.
ნატოს დღეები საქართველოში 2 აპრილს დაიწყო და  11 აპრილამდე გაგრძელდება, რომელიც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.  ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.