Logo

საპილოტე პროექტების მოსამზადებლად სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

10 აპრილი 2017

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) ორგანიზებით პროექტის "ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში" მოსამზადებელი ფაზის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გორის მუნიციპალტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვისთი ცენტრის პროექტის დირექტორი, სოფიკო ახობაძე  და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. ასევე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება პროექტის კომპონენტებზე, მეთოდოლოგიაზე, მიდგომებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებას კახეთისა და შიდა ქართლის  მუნიციპალიტეტებისათვის. პროექტის ფარგლებში ყვარელის, საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიცპალიტეტბში განხორციელდება საპილოტე პროექტები მიწის  დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად.