Logo

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გორში ხეები დარგეს

24 აპრილი 2017

დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით  ქალაქ გორში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი კიპარისის ნერგი დაირგო და მოეწყო ქარსაცავი ზოლი, რომელიც შემდგომში დაიცავს ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას ნარჩენების გაფანტვისგან და ადგილზე გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. აქციაში მონაწილეობას სკოლის მონაწილეები იღებდნენ, რომლებიც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის საერთო საქმეში წვლილის შეტანისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.