28 აპრილი 2017
საფეხბურთო კლუბ ,,გორის“ ინიციატივითა და ქალაქ გორის მერიის მხარდაჭერით ,,ქართლის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა, სადაც მონაწილეობა შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემაც მიიღო. ღონისძიებას შეუერთდნენ ვიცე მერი, თამაზ შიოშვილი, პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე, კლუბის ხელმძღვანელობა, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები. ასევე საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილას” მწვრთნელები, ფეხბურთელები და თანამშრომლები. დაირგო სამასამდე ძირი ალვის ხე. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს სტადიონის მიმდებარე ქარსაცავი ზოლის აღდგენას, რაც შემდგომში მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას განაპირობებს.