Logo

კასპსა და ხაშურში გამწვანების აქციები ჩატარდა

29 აპრილი 2017

დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციის პარალელურად კასპსა და ხაშურში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციას შეუერთდა გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და აპარატის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა. კასპში, სააკაძის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩების კუთხეში ახლად მოწყობილ სკვერში 50 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგო. დასუფთავების აქცია კასპის გარდა, მუნიციპალიტეტის 16 ადმინისრაციულ ერთეულში, ქალაქის სკოლებში, საბავშვო ბაღებშიც ჩატარდა. ხაშურში კი  წმინდა დიმიტრი ყიფიანის მოედნის მიმდებარედ დაირგო 20 ძირი ბზა და 7 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი, რომელიც მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვის სამინისტრომ მიაწოდა.  გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, რეგიონში განხორციელებული მსგავსი აქციები ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.