Logo

გორში რვა დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ

05 მაისი 2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში გორში, სხვადასხვა ობიექტებში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში ახლადგარემონტებული ბინები სოციალურ სახლში, ყოფილი სასტუმროს შენობაში, საბავშვო ბაღის შენობასა და ე. წ „ტურბაზის ჩასახლების“ ხის კოტეჯებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გორში მცხოვრები დევნილებისთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს. 2017 წელს დასრულდება 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალ ბინას კიდევ 480 ოჯახი მიიღებს.