Logo

ტურიზმით დაინტერესებულებს ტრენინგები ჩაუტარდათ

05 მაისი 2017

კასპში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით KMS Georgia-ს „აგროტურისტული ობიექტების ოპერირებისა და მომსახურების“ უნარ-ჩვევების შემსწავლელი სასწავლო კურსის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ. მსმენელებს სერთიფიკატები შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ, შიდა ქართლის მხარის ტურიზმის ცენტრის დირექტორმა რობერტ მაღლაკელიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გადასცეს. შეკრებილებმა ისაუბრეს  შიდა ქართლსა და კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პესპექტივებსა და გამოწვევებზე.