05 მაისი 2017
კასპის კულტურის ცენტრში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „დიდგორის“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც იუბილე შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა ქართლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ ჭანიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მიულოცეს. ანსამბლი, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა - 34 წელია წარმატებით გამოდის არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და საუკეთესო მიღწევებითაა გამორჩული.