23 მაისი 2017
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, მეურნეობის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა–ბაღი გაიხსნა, სადაც 80 - მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეძლებს განათლების მიღებას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, სიმონ გულედანი და ნოდარ მეტრეველი ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმზრდელებს, პატარებსა და მათ მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს.
ვარიანის მეურნეობის დასახლებაში უფუნქციოდ დარჩენილი ძველი ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 55 055 ლარი შეადგინა. ჩატარდა შენობის სრული რეაბილიტაცია: შეიცვალა სახურავი, განხორციელდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა. საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში განხორციელდა ინოვაციური პროექტი, რაც ელ. ენერგიაზე მომუშავე გათბობის Heat Life -ის სისტემის მონტაჟს გულისხმობს.