26 მაისი 2017
შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე განთავსდა სამხედრო ტექნიკა, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე, ერისთავის თეატრის მიმდებარედ შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ ხელნაკეთი და მხატვრული ნამუშევრების გამოფენა დაეთვალიერებინათ. ასევე, მოეწყო უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საღამოს გალა კონცერტში გაიმართა, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.