Logo

ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

12 ივნისი 2017

10 ივნისს მომხდარმა სტიქიამ ხაშურის მუნციპალიტეტში პრობლემები შექმნა. კერძოდ, დაბა სურამში, სურამულას ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო სავარგულები. ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა. ქვიშხეთში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე შოლა, რასაც ნაპირსამაგრი კედლების დაზიანება მოჰყვა. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. სამწუხაროდ, მდინარე ტილიანას ადიდების შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მესამე დღეა უშუალოდ არიან ჩართულები სალიკვიდაციო ღონისძიებებში. შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე მოადგილეებთან ერთად დილიდან იმყოფებოდა დაბა სურამში და ადგილზე ადევნებდა თვალს მიმდინარე სამუშაოებს. სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“ „სავანეს“ და კულტურის ცენტრების გაერთიანების წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურის, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები, მოხალისეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის სამუშაოები. შექმნილია სამუშაო ჯგუფები და სავარაუდო ზარალის ოდენობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი