Logo

აღაიანში გმირი მეხანძრე–მაშველი გაიხსენეს

13 ივნისი 2017

შიდა ქართლის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და კასპის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს, თბილისის სტიქიის დროს 7 ადამიანი გადაარჩინა და თავად შეეწირა ტრაგედიას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სოფლის მაცხოვრებლები და ზურაბ მუზაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გმირი მეხანძრე–მაშველი საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის 2016 წელს  დააჯილდოვა მედლით –  "სამოქალაქო თავდადებისთვის", ხოლო თბილისში, ვაკის რაიონში რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა.