26 ივნისი 2017
შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მაჟორიტართან, გიორგი თოთაძესთან ერთად ქარელსა და აგარაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას რამადან – ბაირამი მიულოცა. რწმუნებულმა შეკრებილ მოსახლებას მშვიდობა, ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.