29 ივნისი 2017
შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი გორის თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონეზე იმყოფებოდნენ და დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. გორის სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს სულ რამოდენიმე დღეში უმასპინძლებს. ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია.