Logo

შიდა ქართლში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით პროექტი განხორციელედება

29 ივნისი 2017

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN ) წარმომადგენლებმა შიდა ქართლში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ორგანიზაცია აქამდე პროექტს „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ აჭარისა და კახეთში ახორციელებდა, ამირეიდან კი საქმიანობას შიდა ქართლსა და თბილისში გააგრძელებს. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა,  შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაიის აპატარის უფროსი, ნათია ანთელავა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორებმა შეკრებილებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპების გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. პროექტის შედეგად  2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.