Logo

ვიზიტი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

06 ივლისი 2017

შიდა ქართლის რწუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა. გუბერნატორს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა და ადგილზე გააცნო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამები და სიახლეები. რწმუნებულმა მოინახულა უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ცენტრები: FabLab-ი, პრაქტიკული სამართლის კლინიკა, მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, რესურსცენტრი საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამებისათვის, მოისმინა სასტუმროს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია და დაათვალიერა იმიტირებული სასამართლოს დარბაზი. შეკრებილებმა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.