13 ივლისი 2017
ხაშურის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 2015 და 2016 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ახალგაზრდებს მედლები შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ხაშურის საგანმანათლებლო-რესურს ცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ გადასცეს. წარჩინებულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მედალოსანთა მშობლები. რწმუნებულ-გუბერნატორმა მიულოცა ახალგაზრდებს ეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღნიშნა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტი წარჩინებული კურსდამთვრებულების მიმართულებით რეგიონში ლიდერის პოზიციაზეა. მან იმედი გამოთქვა, რომ ცოდნას, რასაც ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელებში მიიღებენ, მომავალში მათსავე მშობლიურ რეგიონს და ქალაქს მოახმარენ. გუბერნატორმა სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც სექტემბერში დასრულდება. რეაბილიტაციის შედეგად სკოლაში იქნება სპორტული დარბაზი, რომელიც ამ დრომდე არ ყოფილა, დამატებითი სველი წერტილები, ბუფეტი და იზოლირებული კორპუსი დაწყებითი კლასებისთვის.