31 ივლისი 2017
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა საზეიმო გაცილების ცერემონია გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დასრულება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ მიულოცეს.
ღონისძიებაზე რექტორმა ,,სტუდენტური დღეები 2017-ის“ ფარგლებში მადლობის სიგელები გადასცა აქტიურ სტუდენტებსა და მასში ჩართულ სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებს. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ „საზაფხულო სკოლა შიდა ქართლის რეგიონის სკოლის პედაგოგების 2017-ის“ მსმენელებსა და მომხსენებლებს. რწმუნებულმა მიულოცა სტუდენტს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ცხოვრებაში განათლება და მეცნიერება ის საკითხებია, რომელებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფოს განვითარების მიმართულებით.