Logo

შავშვები–ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

10 აგვისტო 2017

შავშვები–ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება ამჟამად აღარ არსებობს. სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გუბერნატორის მოადგილე, სიმონ გულედანი, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი, კოტე ანანიაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძე სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ხანძრის სალივიდაციო პროცესში. გუბერნატორის თქმით, გადამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი.